ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იაკობაშვილი: იმდენი ვართ, რომ გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში არაფერი არ ემუქრება

[su_quote]არაფერი არ ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში, რადგან იმდენად ბევრი ადამიანი ვართ ამ პროფესიაში, რომლებიც რავიცი, იმედია სისხლისზღვრა არ დაგვჭირდება ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. არაფერი არ ემუქრება არც “მთავარ არხს”, რადგან ვიცი, აქ არის ადამიანთა გუნდი, რომელიც ფინანსური პრობლემების პირობებშიც, ფიზიკური პრობლემებიც რომ გაჩნდეს იმ პირობებშიც, შეძლებენ და იმუშავებენ, მაინც გამოხატავენ თავის პოზიციას და ინფორმაციას მაინც მიაწვდიან მაყურებელს. შეგახსენებთ, რომ 19 დღეში შევქმენით ეს არხი. ესე იგი, გვაქვს იმის ენერგია და რესურსი, რომ პრობლემების ფონზე, მაინც ვიმუშაოთ და რა თქმა უნდა, საზოგადოების იმედიც გვაქვს. ქართველი ხალხი თუ გვერდში დაგვიდგება და დასავლელი პარტნიორებიც მხარდაჭერას აღმოგვიჩენენ, ჩვენი – მთლიანად ქართული მედიის დამარცხება წარმოუდგენელია[/su_quote]

ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარის” ჟურნალისტემა, პაატა იაკობაშვილმა TV პირველის “დღის ამბებში” განაცხადა.

იტვირთბა....