aviabiletebi
კორონავირუსი მთავარი ციტატა

ფხაკაძე: თენგიზ ცერცვაძე არის დამნაშავე!

ადრე ამბობდნენ ფაიზერის ვაქცინებს ვადა გაუვიდაო, ჩინურ ვაქცინას ვადა არ გასდის? ამაზე არავინ არ საუბრობს. თენგიზ ცერცვაძე არის დამნაშავე! ქვეყანაში მაგან განაცხადა პირველად, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ფაიზერის ვაქცინას ვადა გასდიოდა. ამან ანტივაქსერულ მოძრაობას ძალიან შეუწყო ხელი, მისი განცხადების შემეგ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იცრებოდა, რადგან თვლიდნენ, რომ ფაიზერს ვადა გაუვიდა. ფაიზერის ვაქცინები ინახება უმაღლეს დონეზე. ისინი თავსდება სპეციალურ მაცივრებში, რომლებიც აკონტროლებენ ტემპერატურას. იმ შემთხვევაში თუ ერთი გრადუსით მეტი ან ნაკლები ტემპერატურის პირობებში ინახება, ის პარტია ნადგურდება. ამ ყველაფრის კონტროლი ძალიან მკაცრად ხდება
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ “მიქს-მეტრონომთან” საუბრისას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

იტვირთბა....