გაზეთმა The New York Times უკრაინის ქალაქ ბუჩაში, მასობრივი სიკვდილით დასჯის კადრები მოიპოვა. გამოცემის მიერ გასაჯაროვებულ ვიდეო მტიცებულებებში ჩანს, როგორც კლავენ რუსი მედესანტეები რვა მამაკაცს.
[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’1p771TXGTeU’]
კადრები იაბლონსკოის 144-ში, სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როგორც “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, ამ დროს, რუს ოკუპანტებს უკვე დაკავებული ჰქონდათ ქალაქი ბუჩა. სწორედ ისინი მართავდნენ ისეთ სატრანსპორტო საშუალებებს, როგორებიცაა BMD-2, BMD-3, BMD-4.
[Elite_video_player id=”3″ youtubevideos=’yWAu4L6k2jk’]
“ეს არის სამხედრო მანქანები, რომლებიც შეიძლება ითქვას, ექსკლუზიურად გამოიყენება რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალებში. მედესანტტებს დაკავებული ჰქონდათ ოთხსართულიანი საოფისე შენობის შიდა და გარე ტერიტორია, რომელიც ბაზად და საველე ჰოსპიტლად აქციეს. ისინი პატრულირებდნენ ამ ტერიტორიაზე და აწარმოებდნენ კარდაკარ ჩხრეკას”, – აღნიშნავს გამოცემა.
გამოცემამ სიკვდილით დასჯილი თითოეული მამაკაცის ვინაობა დაადგინა.
თვითმხილველების თქმით, მათ დაინახეს, როგორ დააჩოქეს პატიმრები, რომლებსაც თავზე პერანგები ჰქონდათ ჩამოცმული, რუსული ბაზის მდებარე ავტოსადგომზე და დახვრიტეს.