ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზარქუა პოდოლიაკზე: ჭე კლასის ვიღაც მრჩეველია, შიგნითაც არ უსმენენ, თუ არ ვცდები

[su_quote]პოდოლიაკი და ძმანი მისნი არ არის ჩვენთვის საინტერესო – თუ არ ვცდები, ეს არის ჭე კლასის ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ. რამდენადაც გავიგე, თურმე, უკრაინის ის მაგარი მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც უკვე მათი არასწორი განცხადებისა და პოლიტიკის გამო. ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ობიექტურობა და სამართლიანობა მოთხოვო, გაჭირდება. სავარაუდოდ, ეს არის სააკაშვილის ფასიანი ლობისტი, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული – უამრავი ჰყავს, მათ შორის, მთავრობაშიც. ამაზე დროს ნუ დამაკარგინებთ, ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში[/su_quote]

“ტაბულას” ცნობით, ამბობს “ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველზე, მიხაილო პოდოლიაკზე საუბრისას. რადიო “მაესტროს” ცნობით, პოდოლიაკმა მათთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას თქვა, რომ პრორუსი ოლიგარქები სანქციების სიაში უნდა იყვნენ.

იტვირთბა....