ჩაქვის გვირაბში გვიან ღამით მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. TV25.GE-ის ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შემდეგაც, ცეცხლი გაჩნდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.