ქაშუეთის საკათედრო ტაძარში უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 38 წლის მებრძოლი საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
რატი შურღაიას სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, 16:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მის ცხედარს ვაზისუბანში, სახლში გადაასვენებენ.
რატი შურღაია, რომელიც უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდანვე იბრძოდა, ქალაქ იზიუმთან მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას, თუმცა, გამოჯანმრთელებამდე გადაწყვიტა ფრონტის ხაზზე დაბრუნება, რის შემდეგაც, მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა ქართველი მებრძოლის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
რატი შურღაიას სამშაბათს, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.