სოციალურ ქსელ ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეექვსე ადგილზე მოხვდა.
31 წლის ცუკერბერგის ქონება რამდენიმე თვეში 6 მილიარდ დოლარით გაიზარდა. ამ მონაცემებით კი ფეისბუქის მფლობელი ამერიკაში მე-4 ადაგილს იკავებს ქონებრივი მდგომარეობით.
ბლუმბერგის მილიარდელთა ინდექსით, ფეისბუქის ღირებულება 47.5 მილიარდი დოლარია.
სიაში ცუკერბერგზე წინ არიან ბილ გეითსი, ამაციო ორტეგა და სხვები.
ბლუმბერგის თანახმად მილიარდელთა სია ასე გამოიყურება: ბილ გეითსი -78 მილიარდი აშშ დოლარი, ამაციო ორტეგა – 69.7 მილიარდი აშშ დოლარი, წარენ ბუფეტი-59.4 მილიარდი აშშ დოლარი, ჯეფ ბეზოსი-55.8 მილიარდი აშშ დოლარი, კარლოს სლიმ-48.6 მილიარდი აშშ დოლარი, მარკ ცუკერბერგი-48.6 მილიარდი აშშ დოლარი.