ეს არის ომი დამოუკიდებლობისთვის და ეჭვი არ მეპარება, ჩვენ გავიმარჯვებთ. – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ეს ომი არის დამოუკიდებლობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ეს გადადებული ომია. გადადფებული 30 წლით, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა 1991 წელს. ან 100 წლით, ჩვენი წინა ისტორიის გათვალისწინებით. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ყველაფრის ფასი ათიათასობით სიცოცხლეა. ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც მტერმა მოკლა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.