“აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი აცხადებს, რომ პოლკის მეთაურები მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე რჩებიან.
მისი თქმით, ტერტორიაზე გარკვეული ოპერაცია მიმდინარეობს.
„ომის 85-ე დღეს, მე და მეთაურობა “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, მიმდინარეობს გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებზეც მე არ ვისაუბრებ. მადლობა მთელ მსოფლიოს, მადლობა უკრაინას, შევხვდებით“,- თქვა ვიდეომიმართვაში აზოვის პოლკის მეთაურმა.