როდესაც დაინახა, თუ რამდენად არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა ამ შეხვედრის გადადებას, ყოველგვარი სპეკულაციები და ა.შ, მან, მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, მაინც გადაწყვიტა ამ შეხვედრის გამართვა და თქვენ ნახეთ, რომ სათანადო პატივისცემით და ყველაფრით იყო გამართული ეს შეხვედრა მის საცხოვრებელ რეზიდენციაში“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს მისი ლოგიკური დასკვნაა.
„ნატო-ს გენერალურ მდივანს რომ შეხვედრის გაუქმება სდომოდა იმ მოტივით, რა მოტივსაც ოპოზიცია ასახელებდა, პოლიტიკური მოტივი, დემარში და ა.შ, ბუნებრივია, ის ამ შეხვედრას ბოლომდე გააუქმებდა. ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ის ფაქტი, რომ შეხვედრა შედგა, მეტყველებს იმაზე, რომ ამ შეხვედრის გადადებას, პირვანდელ გადაწყვეტილებას არავითარი პოლიტიკური მოტივი არ ჰქონია და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან იყო დაკავშირებული. გენერალურ მდივანს კოვიდი ახალი გადატანილი ჰქონდა და ამის გამო უჭირდა ზედიზედ ორი შეხვედრის გამართვა“, – განაცხადა კობახიძემ.