ნიკა გვარამია ჯერ „თავისუფალი“ და „კრიტიკული“ ჟურნალისტი კი არ იყო, იყო გენპროკურორი, რომელიც გამოდიოდა და თქვენი ტელევიზიის დახურავს და რეიდის ჩატარებას ამართლებდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„მაშინ არ იყო თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველი?! მაშინ კრიტიკული მედია არ იყო ხელშეუხებელი?! როდესაც გამოდიოდა ამბობდა, რომ „იმედი“ უნდა დაიხუროსო, სახელმწიფოს სჭირდება ასეო და დღეს, როდესაც ამდაგვარი საერთოდ არ ხდება – მისი ტელევიზია მუშაობას აგრძელებს, ჟურნალისტები ჩვეულებრივად მუშაობენ. დღეს ამბობს ზუსტად იმას, რაც მაშინ უნდა ეთქვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, გვარამია ცდილობს თავისის სტატუსით მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს.
„გვარამია ცდილობს თავისის სტატუსით მართლმსაჯულება თავიდან აიცილოს. ეს არის ევროპული სასამართლო? მე ძალიან კარგად მესმის ჩვენი უცხოელი პარტნიორების, განსაკუთრებით ვინც საქართველოში მუშაობს, რადგან ვიცი, რადიკალურ ოპოზიციას რა შეუძლია. რამდენი ცრუ წერილის დაწერა შეუძლია, რამდენი ზარის გაკეთება შეუძლია არარსებულ ინფორმაციაზე. თვითონ ეს ხალხი არ იყო ელჩებს რომ ლანძღავდნენ 2-3 თვის წინ. ამერიკის ელჩს თავს რომ დაესხა პირდაპირ ეთერში და აკრიტიკებდა გვარამია აღარ გახსოვთ? ევროკავშირის ელჩს რომ დაესხნენ თავს და აკრიტიკებდნენ აღარ გახსოვთ? ესენი არ იყვნენ, რომლებიც დღეს მოუწოდებენ ამ ხალხს გამოდითო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.