“ნაცმოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილის ჩამოშორება ქვეყნის მართველობიდან, ევროპისკენ მიმავალი გზაა.
მისივე თქმით, აშშ რუსეთთან კავშირებს არავის აპატიებს.
„ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოხდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მას ეჭვმიტანილად ცნობს რუსეთთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ოლიგარქი არის დასანქცირებული, რადგან მათ კავშირები აქვთ რუსეთთან. შესაბამისად, ის, რომ ოლიგარქი ჩამოცილდეს მმართველობას, ეს არის ევროპისკენ მიმავალი გზა. უკრაინასთან მიმართებაში ყველაფერი არის შავი და თეთრი. არ არსებობს რუხი ზონა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მანევრირებას შეძლებს, რადგან სამყარო გაიყო, – აქეთ არის რუსეთი, იქით არის დასავლური სამყარო. ცივილიზაცია ასეთ გადახვევებს არავის აპატიებს.
ამერიკა და დასავლეთი ძალიან დიდ ინვესტიციას დებს უკრაინის გადარჩენაში და რუსეთის დასუსტებაში, არავის აპატიებს რუსეთთან კავშირს, არც ამ ანტიდასავლურ განწყობებს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ პალიტრანიუსის ეთერში.