ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მაკრონი არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს, ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია, TASS-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დნესტრისპირეთში ბოლო ინციდენტები აჩვენებს, რომ კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებში გავრცელება არ არის გამორიცხული“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, მათ შორის მოლდოვას. საფრანგეთი აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს რეგიონული უსაფრთხოებას და მოლდოვას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ შესაძლო ხელყოფას.

 

იტვირთბა....