მთვარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას პენიტენციურ დაწესებულებაში ტელევიზორი არ აქვს. – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა.
ნაყოფიას თქმით, გვარამიას ციხეში ახლა ორი პრიორიტეტული საკითხი აღელვებს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და “მთავარი არხი”
“ნიკა თავს მხნედ გრძნობს. შეხვედრისას გამოჰყო 2 პრიორიტეტული საკითხი-მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და თქვა, რომ მიშას ახლა აქვს ძალიან ცოტა დრო, ვციტირებ მის სიტყვებს. მეორე საკითხი კი არის ,,მთავარი არხი” და ნიკა გვარამიამ ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
ვკითხე, რამე საყოფაცხოვრებო პრობლემები ხომ არ გაქვს-მეთქი და ტელევიზორი არ მაქვსო. ჰქონდა ბალიშის პრობლემაც და ესეც მოგვარდა. – განაცხადა კობა ნაყოფიამ.