ოპოზიციას ომის რიტორიკა ჰგონია, რომ ეს არის ის ტრენდი, რომელიც მათ გაუხსნის გზას იმისათვის, რომ თავისი ბელადი სააკაშვილი მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამაში არასამთავრობო ორგანიზაციები ჰყავთ ჩართული.
„ომის თემა, ომის რიტორიკა მათ ჰგონიათ, რომ ეს არის ის ტრენდი, რომელიც ზოგადად კარგია, სწორია, მაგრამ არ მოხდება, არ დაინგრევა ჩვენი ქალაქები, ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაენარცხება, ეკონომიკა არ ჩამოიშლება, მაგრამ ისეთ რყევას შექმნის, რომელიც იოლად ჩაივლის ერთი შეხედვით, მაგრამ მათ გაუხსნის გზას იმისათვის, რომ თავისი ბელადი სააკაშვილი მოიყვანონ ხელისუფლების სათავეში. ამაში ჩართული ჰყავთ ფართო სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა სატელიტური პარტიების. რატომ ვფიქრობ ასე? მე სულ რომ არ ვიფიქრო და არ მინდოდეს რომ ასე ვიფიქრო, არის უამრავი განცხადება და ციტირება შეიძლება თითოეული მათგანის“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.