ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი – ვიოლა ფონ კრამონმა კულტურის მინისტრს უპასუხა

წულუკიანი იყენებს იგივე მეთოდებს, რასაც პუტინი. – ასე უპასუხა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა კულტურის მინისტრს.

„მისი ბრალდებები ჩემზე აბსოლუტურად უსაფუძვლოა და იმედგამაცრუებელია. წულუკიანი იყენებს იმავე მეთოდებს, რასაც პუტინი! როცა პუტინს აკრიტიკებენ, მათ რუსოფობებს ეძახიან, არადა ეს კრიტიკა არ მიემართება რუს ხალხს, ჩვენ ვაკრიტიკებთ პუტინის რეჟიმს. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც — ჩვენ ვაკრიტიკებთ არა ქართველ ხალხს და საქართველოს, არამედ, ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელს, რადგან მოვლენები მათი მხრიდან არასწორი მიმართულებით ვითარდება“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტვ პირველთან საუბრიასას.

შეგახსენებთ, გუშინ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმედის ეთერში, ევროპარლამენტარები, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი გააკრიტიკა. წულუკიანმა განაცხადა, რომ უცხოელთა ჯგუფს, ვიწროპარტიული ინტერესები აქვთ და მათი მიზანი ხელისუფლების დამხობაა.

იტვირთბა....