ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ერდოღანი: არც პუტინთან ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას და არც ზელენსკისთან

“თურქეთი რუსეთთან ურთიერთობას ვერ გაწყვეტს”, – ამის შესახებ, RIA Novosti-ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, აგრძელებს სატელეფონო კომუნიკაციას როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პრეზიდენტებთან.

“არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან.  ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას ორივე მათგანთან. მოსკოვსა და კიევში ჩემი სპეციალური წარმომადგენელი გავგზავნე. ვაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ახალი მსოფლიო ომი არავის არ აწყობს”, – აცხადებს ერდოღანი.

იტვირთბა....