ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კანდელაკი: საქართველოს ხელისუფლების გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა

[su_quote]საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. უკრაინის ოფიციალური პირები მოითხოვდნენ, საქართველოს “მეორე ფრონტი” გაეხსნა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რუსეთის წინააღმდეგ რაღაც სანქციები დაეწესებინა. ყბადაღებულმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა, არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი დაუფიქრებლად დაუჭერდა მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის, სამხედრო გზით. როგორც ჩანს, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები ჯერ კიდევ 10 წლის წინ გამოემშვიდობნენ მიშას და გასტროლებში გაუშვეს ის. მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ მყარი პოზიცია დაიკავა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების ომის გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას უწოდა გასროლა საკუთარ ფეხში. ასევე, გლობალური ფსიქოზის მიუხედავად, რომელსაც პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში ვხედავთ, წელს, საქართველოში ძალიან თბილად და სწორად აღნიშნეს გამარჯვების დღე. როგორც არ უნდა ცდილობდნენ დასავლელი პარტნიორები ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლის მეხსიერების წაშლას, საქართველოში ეს არ გამოუვათ. არავითარ სააკაშვილებს არ შესწევთ ძალა, ამას აღუდგნენ წინ. სააკაშვილი დიდიხნის მივიწყებულ წარსულშია. იმედი მაქვს, რომ ამ პოლიტიკურ სიგნალებს საქართველოდან არა მარტო მე, არამედ ჩემი კოლეგებიც ხედავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დიახ, ორ ქვეყანას შორის არ არის მარტივი ურთიერთობა. არსებობს გადაუწყვეტელი საკითხები და აზრდა სხვადასხვაობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოვიდა დრო, თუ არ ვიმეგობრებთ, როგორც მინიმუმ, ამ მიმართულებით მოძაობა მაინც დავიწყოთ. ნორმალური ურთიერთობებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი შეიძლება გამხდარიყო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება. ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდნენ, რომ სცოდნოდათ, რომ მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ, ხოლო ბერლინში –  კი[/su_quote]

ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე წერს.

იტვირთბა....