ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მა უკრაინის სასურსათო დახმარებისთის $215 მილიონი გამოყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 215 მილიონი დოლარის ღირებულების სასურსათო დახმარება დააანონსა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, სწრაფად მიიღონ ზომები უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო დაწყებულ გლობალურ სასურსათო კრიზისთან გასამკლავებლად.

“არსებული კრიზისის გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ 215 მილიონ დოლარს გამოვყოფთ ახალი გადაუდებელი სასურსათო დახმარებისთვის. ჩვენი მოლოდინია, რომ კონგრესი რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცებს დაახლოებით 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსებას, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და სასურსათო უსაფრთხოებისკენ იქნება მიმართული”, – აცხადებს ბლინკენი.

იტვირთბა....