უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, რუსმა დამპყრობლებმა ქვეყანაში 231 ბავშვი იმსხვერპლეს. ამასთან, საომარი მოქმედებების შედეგად 427-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.
“19 მაისის დილის მონაცემებით, უკრაინაში 658-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა რუსეთის ფედერაციის სრულამსშტაბიანი აგრესიის შედეგად. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 231 ბავშვი, ხოლო დაჭრილია 427”, – წერია გენპროკურატურის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს მონაცემები სრულად არ ასახავს სურათს, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებების წერტილებში, გათავისუფლებულ და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გასაცნობად მუშაობა გრძელდება.
მსხვერპლთა რაოდენობა ოლქების მიხედვით ასე ნაწილდება:
- დონეცკი – 144
- კიევი- 116
- ხარკოვი – 100
- ჩერნიგოვი – 68
- ხერსონი – 48
- ლუგანსკი – 47
- ნიკოლაევი – 44
- ზაპოროჟიე – 28
- სუმი – 17
- დედაქალაქი კიევი – 16
- ჟიტომორი – 15