უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ერთი დღის განმავლობაში დონბასის ოლქში რუსი ოკუპანტების 16 შეტევა მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.
“გასულ დღე-ღამეში დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებზე მტრის 16 შეტევა იქნა მოგერიებული. განადგურებულია 8 ტანკი, 17 ერთეული საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 4 სპეციალური დაჯავშნილი ავტომობილი და მტრის 6 ჩვეულებრივი მანქანა”, – ნათქვამია ინფორმციაში.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში საზენიტო-სარაკეტო ძალების ნაწილებმა რუსების ერთი თვითმფრინავი და ერთი საკრუიზო რაკეტა გაანადგურეს.
“საჰაერო ძალების თავდასხმითმა ავიაციამ დარტყმები მიაყენა მტრის ტექნიკას. წინასწარი მონაცემებით, განადგურდა დაახლოებით 20 ჯავშანტექნიკა, საბრძოლო მასალა და პირადი შემადგენლობა”, – აღნიშნავენ უწყებაში.