ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი: ვიბრუნებთ ხარკოვის ოლქს, დონბასში ვიგერიებთ მტრის შემოტევას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ყველაზე ცხელ საბრძოლო წერტილებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქზე კონტროლს იბრუნებენ, დონბასში კი მტრის შეტევას წარმატებით იგერიებენ.

“ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთ რეგიონები უკვე გათავისუფლებულია. ხარკოვის ოლქს ვიბრუნებთ, ჩვენი ქვეყნის მცველები დონბასში მტრის ყველაზე სასოწარკვეთილ ძალიესხმევას უწევენ წინააღმდეგობას”, – ციტირებს გამოცემა UNIAN ზელენსკის სიტყვებს.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთითაც იგერიებენ მტრის შემოტევებს.

იტვირთბა....