შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
“საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. გადაფრენა მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოკუპირებული სოფლის თავზე. ამასთან დაკავშირებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ვერტმფრენს არ დაურღვევია ჩვენი სივრცე”, – განუცხადეს “მეტრონომს” შსს-ში.
ცნობისთვის, TVპირველმა და “მთავარმა” გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათმა კამერამ სოფელ მერეთთან რუსული სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს.
ამასთან, ტელეკომპანია “მთავარის” ცნობით, იქამდე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ მერეთთან და ზარდიანთკართან, დაახლოებით 700 მეტრის სიგრძის ახალი მავთულხლართების გავლება დაიწყეს.