გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაღუპულია 3 752 სამოქალაქო პირი, მათგან 250 – ბავშვია. ამასთან, ქვეყანაში საომარი მოქმედებების შედეგად 4 062 მშვიდოებიანი უკრაინელია დაჭრილი.
როგორც გაერო-ში აღნიშნავენ, მსხვერპლთა რაოდენობა გაცილებით დიდია, რადგან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა ვერ ხერხდება.