aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ ჩაიშალა სტოლტენბერგის და ღარიბაშვილის შეხვედრა – დავითულიანი განმარტება

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.

დავითულიანის განმარტებით, მისი ინფორმაციით, შეხვედრის გაუქმება სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული.

“სტოლტენბერგს ჰქონდა კორონავირუსი, დღეს იყო მისი პირველი სამუშაო დღე და ვინაიდან შვედეთის და ფინეთის საკითხი არის აქტუალური, როგორც ჩანს, ამ შეხვედრას ვერ გადადებდნენ, ამ შეხვედრებს დაესწრო და მისი ყველა სხვა შეხვედრა, რომელიც დღეს იყო ჩანიშნული, გაუქმდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო გამოწვეული. ფინეთი და შვედეთი ერთ თვეში აპირებენ NATO-ს წევრობას, შესაბამისად, ალიანსისთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია”, – აცხადებს დავითულიანი.

იტვირთბა....