[Elite_video_player id=”1″ youtubevideos=’5t89t2LbkFw’]
რეკრეაციულ სივრცეებში ხე-მცენარეების უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე გაიზრდება, განმეორებით შემთხვევაში კი 1000-დან 10 000 ლარამდე. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, კანონმდებლობა გამკაცრდება ხე-მცენარეების დაზიანების შემთხვევებზეც.
“გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანებასთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად ფიქსირდება უნებართვო ჭრები, მიზანმიმართული ხეების დაზიანება, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის. გვინდა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები, მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც წარედგინება საქართველოს პარლამენტს და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით მოვახერხებთ არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას”, – განაცხადა კალაძემ.