ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინს კანადაში შესვლა აეკრძალა

კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის, მარკო მენდიჩინოს განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს, რომლებზეც კანადის მიერ დაწესებული სანქციები ვრცელდება, ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ. ჩამონათვალში 1000 ადამიანია, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი.

“კანადა მხარს უჭერს უკრაინას, რომელიც პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. რუსეთმა პასუხი უნდა აგოს საკუთარ დანაშუალებზე. ამიტომ, კანადაში შესვლას ვუკრძალავთ დაახლოერბით 1000 ადამიანს, მათ შორის, ვლადიმერ პუტინს და მის თანამზრახველებს”, – წერს მენდიჩინო Twitter-ზე.

ქვეყანაში შესვლა ასევე აეკრძალათ პუტინის შვილებს, ეკატერინა ტიხონოვას და მარია ვორონცოვას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს, ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს, ვლადიმერ და სხვებს.

იტვირთბა....