რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ დნეპრზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ რეზნიჩენკო ავრცელებს. მისი ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ქალი. ამასთან, დაზიანდა ორი კერძო სახლი.
“დნეპრზე მტრის შეტევა განხორციელდა. ერთი რაკეტა ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. ნამსხვრევები კერძო ეზოში ჩამოვარდა. სულ, დაზიანდა ორი სახლი”, – წერს რეზნიჩენკო Telegram-ზე.
მისი თქმით, კიდევ ერთი რაკეტა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა და ის გაანადგურა.