ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რატომ დათანხმდა რუსეთი “აზოვსტალიდან” მებრძოლების ევაკუაციას – ამერიკელი ექსპერტების განმარტება

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების აზრით, რუსეთმა “აზოვსტალის” ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციაზე თანხმობა იმიტომ განაცხადა, რომ ქალაქ მარიუპოლის აღების შესახებ უფრო სწრაფად განეცხადებინა. ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი ამ ნაბიჯზე ასევე იმის გამო შეიძლება წასულიყო, რომ ყურადღება გადაეტანა იმ კრიტიკიდან, რომელსაც სოციალურ ქსელებში იღებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ნელი ტემპების გამო.

ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აგრესორმა შესაძლოა, უარი თქვას მარუპოლის მცველების რუს ტყვეებში გაცვლაზე.

“რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზოგიერთი დეპუტატი ითხოვს კანონის მიღებას, რომელიც ტყვეების “ნაციზმში” ბრალდებულ პირებზე გაცვლას აკრძალავს. დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ მათი გავცლა რუს სამხედრო ტყეებზე არ შეიძლება და თქვა, რომ მარიუპოლის მცველებს სამხედრო დანაშაულებში ბრალი უნდა წარედგინოთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ექსპერტები ასევე მიიჩნევენ, რომ მარიუპოლიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციამ რუსეთში ზოგს შეიძლება იმედები გაუცრუოს, რადგან მანამდე, ისინი ისმენდნენ ხელისუფლების რიტორიკას “წარმატებული შეტევების შესახებ”.

“ზოგიერთი მაყურებელი მარიუპოლის მცველების განადგურებას ელოდა”, – აღნიშნავენ ISW-ის ანალიტიკოსები.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე, ქალაქ მარიუპოლს ოკუპანტებმა ალყა შემოარტყეს. მას შემდეგ, “აზოვსტალის” ქარხანაში არიან გამაგრებული უკრაინელი სამხედროები. 16 მაისს რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტები შეთანხმდნენ უკრაინელ დამცველებთან “აზოვსტალიდან” დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე ნოვოაზოვსკის მიმართულებით.

მემორანდუმის თანახმად, 16 მაისს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო “აზოვსტალიდან” ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე: “მარიუპოლის მცველები იარაღით ხელში ადგილზე არიან, ყველაფერი კარგად იქნება” – ბელეცკი

იტვირთბა....