ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება დროის საკითხია.
მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო გამადიდებელი შუშით აკვირდება ოლიგარქს.
“ბიძინა ივანიშვილი რა ვადაში გახდება სანქცირებული ეს არის დროსი საკითხი, მაგრამ ფაქტი ხომ ჯიუტია ის იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, ეს ყველაფერი არ იმალება, ბიძინა ივანიშვილი არ მალავს, რომ მის მიმართ ხორციელდება უმკაცრესი მონიტორინგი, გამადიდებელი შუშით უყურებეს მთელი ცივილიზებული ეკონომიკური ინსტიტუტები. ის ნაკალად კიარ თვლის, რომ ხელისუფლებას აქვს ნაკლი პოლიტიზირებული ნაკლის სახით, ღირსებად ითვლის იმას, რასაც მისი პროკურატურა და სასამართლო აკეთებს ამას ეუბნება ის დასავლელ პარტნიორებს.” – განაცხადა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.