ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

კრემლი უკრაინაში განცდილ სამხედრო წარუმატებლობებში დამნაშავეებს ეძებს და სჯის – დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური Facebook-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კრემლი უკრაინაში განცდილ სამხედრო წარუმატებლობებზე პასუხისმგებელ პირებს ეძებს და რუსული საოკუპაციო ჯარის მეთაურების დასჯითაა დაკავებული.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ მომავალში პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიმსუბუქონ, რუსეთში საჩვენებლად სჯიან იმ სამხედრო მეთაურებს, რომლებსაც უკრაინაში განცდილ წარუმატებლობაში ადანაშაულებენ.

“რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში საოკუპაციო ჯარებს პუტინის მიერ 23 თებერვალს პათოსით გამოცხადებული არც ერთი სტრატეგიული დავალების შესრულება არ გამოუვიდათ. “უძლეველი და ლეგენდარული” არმია აღმოჩნდა მკვლელების, მოროდიორების, მოძალადეების და მშიშრების ურდო უვარგისებისა და ქურდების ხელმძღვანელობით. რუსული სამხედრო მეთაურობის არაკომპეტენტურობამ მსოფლიო საზოგადოების ყველა მოლოდინს გადააჭარბა. იმ პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად, რომელიც მომავალში დაეკისრებათ, კრემლის მმართველობა ცდილობს, საოკუპაციო ნაწილებისა და ფორმირებების მეთაურები დაადანაშაულოს ყველა წარუმატებლობასა და მარცხში. ისინი დამნაშავეებს “სტალინის საუკეთესო ტრადიციების” მიხედვით ეძებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

 

იტვირთბა....