[su_quote]ჩემთვის ეგ არის ოჯახის დღე. 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ როდის დამკვიდრდა, ვინ დაამკვიდრა? ასე ცალკე დღე მაგისთვის არ ვიცი, არის თუ არა. არც ერთ დღეს არ შეიძლება ადამიანის სიძულვილი. როგორ შეიძლება ცალკე დღე გამოყო მაგისთვის. ადამიანი არაფრის გამო არ შეიძლევა ვინმეს მიერ შეურაცხყოფილი იყოს. ადამიანები იბადებიან სხვისი პატივისცემისათვის და ერთმანეთს ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ეს არის აუცილებელი პირობა. სიძულვილი არ შეიძლება, ჰომოფობია, ეს ძალიან ცუდი სიტყვაა. ადამიანები უნდა იყვნენ მიმტევებლები და ტოლერანტულები[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ “მეტრონომს” განუცხადა ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საუბრისას.