ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ჩერნიგოვის ოლქში დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის ოლქის სოფელი დესნა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს ჩერნიგოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვიაჩისლავ ჩაუსიზე დაყრდნობით.

მისი ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები.

“დღეს ჩერნიგოვს ცუდი დღე გაუთენდა. მტერმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა სოფელ დესნაზე. იქ ახლა მაშველები და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც სულ ვიმეორებ – ომი არ დასრულებულა, ჩერნიგოვი და ჩვენი ქალაქები არ დაუტოვებია”, – აცხადებს ვიაჩისლავ ჩაუსი.

იტვირთბა....