საფრანგეთს ახალი ქალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელიზაბეტ ბორნი დანიშნა.
მანამდე, ბორნი საფრანგეთის შრომის მინისტრის პოზიციას იკავებდა.
ცნობისთვის, საფრანგეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა საფრანგეთის პრეზიდენტს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
საფრანგეთის მთავრობაში ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტად ემანუელ მაკრონის მეორე ვადით არჩევის მოჰყვა.