ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მედიისთვის რთული პროცესია, რთული შედეგი იქნება ივანიშვილისთვის – 18 მაისს ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია დაანონსდა

18 მაისს, მედიის წარმომადგენლები ნიკა გვარამიას მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

“სოლიდარობის აქცია დაიწყება რესპუბლიკური მოედნიდან და მსვლელობა კანცელარიამდე გაიმართება, დეტალები ზუსტდება, მედიისთვის რთული პროცესია, მაგრამ რთული შედეგი იქნება ივანიშვილისთვის.” – განაცხადა მედიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”.

იტვირთბა....