ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, თუ ვინმეს სასამართლოსგან განსხვავებული მტკიცებულება აქვს, შეუძლია, საქმე გაასაჩივროს.
მისივე თქმით, “მთავარი არხი” გვარამიათი არ მთავრდება, ისევე როგორც „რუსთავი 2“-ით არ დამთავრდა.
„როგორც მოვისმინე, გვარამიამ ოჯახს მოუწოდა, პრეზიდენტს არ მიმართონ. პრინციპში, მართალიც არის და მის პოზიციას ვიზიარებ, რადგან მისი მთელი შემოქმედება და გუნდი ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, მისი უხერხულობა მესმის, თუმცა ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ადამიანის შეწყალება სწორი არ არის. „მთავარი არხი“ გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ით არ დამთავრდა. ვამბობდით, რომ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, როცა ერთ საათში კომპანიის დარეგისტრირება შეიძლება. ეს არ არის რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე იყო და ანტენებს დასდევდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.