aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალონ ნიკა გვარამია – გოცირიძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე „ქრონიკასთან“ საუბრისას ქვეყნის პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებას სთხოვს.

მისი თქმით, ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და თუ ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი შეფერხდა პირადად მისი ბრალიც იქნება.

„გადაწყვეტილება უსამართლოა. გრძელდება პოლიტიკური დევნა, რომელსაც ექნება ძალიან მძიმე შედეგი ქვეყნისთვის. ამიტომ პირდაპირ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, ის პასუხისმგებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და თუ ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი შეფერხდა პირადად მისი ბრალიც იქნება, დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა გვარამია“, – განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასამართლო დარბაზიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

იტვირთბა....