aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ომბუდსმენი – დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში

aviabiletebi
ავიაბილეთები

დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში. – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედია მფლობელების და მენეჯერების მიმართ, ფიზიკურ თავდასხმებს და დისკრედიტაციების მცდელობებს, დღეს კი ალბათ კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც დანაშაულს საერთოდ არ წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არ ხდება. ასეთი ფაქტები ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში. დღევანდელი გადაწყვეტილებით ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, სადაც მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იტვირთბა....