სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3.6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, – აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ ნიკა გვარამიას დაპატიმრების განკარგულება გასცა.
რაც შეეხება იაშვილსა და დამენიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი – გამართლდა, გაუქმდა გირაო და ქონებაზე დადებული ყადაღა. მოსამართლის განმარტებით, მას უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება კახა დამენია – ცნობილ იქნა დამნაშავედ, 220-ე მუხლით და დაეკისრა ჯარიმა 50 ათასი ლარი.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის “კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას”. მასთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი – კახა დამენია და ზურაბ იაშვილი.