ახალი ამბები პოლიტიკა

არესტოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას: საერთოდ, აპირებთ რაიმეს გაკეთებას თქვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის?

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა იუთუბის არხ Фейгин Live-თან ჩართვაში ოკუპირებული ცხინვალის თვითგამოცხადებული “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” რუსეთთან მიერთების რეფერენდუმზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს შესაძლოა, უკრაინაში რეფერენდუმის “რეპეტიციად” ჩაითვალოს.

“ჩემი გადმოსახედიდან, ეს შეიძლება უკრაინის მიწაზე დიდი რეფერენდუმის რეპეტიცია იყოს. ჯერ უნდათ ნახონ, გამოუვათ თუ არა პატარა რეფერენდუმი. რაღაც გამარჯვება ხომ უნდა გამოაცხადონ და აი, “სამხრეთ ოსეთში” გამარჯვება ექნებათ გამოსაცხადებელი. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან კითხვა მაქვს. ვიცი, რასაც მიპასუხებენ, მაგრამ ჩემი რიტორიკული კითხვა იქნება – საერთოდ აპირებთ რაიმეს გაკეთებას თქვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობისთვის? თუ არესტოვიჩთან ჩხუბს აპირებთ?”, – მიმართა არესტოვიჩმა “ქართულ ოცნებას”.

იტვირთბა....