უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად დაჭრილი ბავშვების რაოდენობა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ეს რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არ შეცვლილა და 226-სს შეადგენს.
უწყების ცნობით, ბავშვებში ყველაზე დიდი მსხვერპლი დონეცკის (139), კიევის (116) და ხარკოვის (99) ოლქებშია.
“უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად 646-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. 13 მარტის მონაცემებით, დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა არ შეცვლილა და 226-სს შეადგენს. ყოველდღიურად იზრდება დაჭრილების რაოდენობა, ბოლო ცნობებით, სხვადასხვა სახის დაზიანება 420 ბავშვს აქვს მიღებული”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურორის ოფისში აღნიშნავენ, რომ ეს საბოლოო მონაცემები არ არის, რადგან აქტიური საბრძლო მოქმედებების ზონებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაშავებულთა და დაჭრილთა აღრიცხვა გრძელდება.