ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სილაგავა: მივედით სიტუაციამდე, როცა ხორბლის მარაგი ფაქტობრივად ამოწურულია და უახლოეს დღეებში, წისქვილები გაჩერდება

[su_quote]ხორბლის შემოტანას უკვე თვეებია აზრი აქვს დაკარგული იქიდან გამომდინარე, რომ საიმპორტო გადასახადი ფქვილზე ნულია, ხორბალზე კი მცურავი ბაჟია – დღეს ტონაზე 120 დოლარია, რაც დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, თვეებია ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს. დღეს მივედით იმ სიტუაციამდე, როდესაც ხორბლის მარაგი, რაც ადრე იყო, ფაქტობრივად ამოწურულია და წისქვილები უახლოესი დღეების განმავლობაში ჩერდება. წისქვილების თემასთან დაკავშირებით საკითხი ამოწურულია, შეიძლება ითქვას, ყველა წისქვილი გაჩერდა. საქართველოში შემოსატანად ხორბალი შეკვეთილი არაა და შემოდის ფქვილი. მიუხედავად იმისა, რომ ხორბალი ფქვილით ჩანაცვლდა, პურის ფასი მაინც გაიზარდა, წინა წელს 24%-ით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილის შემოტანა ჯერ კიდევ წინა წლის ივლისში დაიწყო. ამ წელსაც პურის ფასმა მოიმატა[/su_quote]

ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

იტვირთბა....