რუსეთი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დუშანბეში აზერბაიჯანისა და სომხეთის კოლეგებთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან შეხვედრის დასაწყისში განაცხადა.
მისვე თქმით, მოსკოვის ინტერესშია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხი.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და კეთილდღეობის ზონად“, – განაცხადა ლავროვმა.