aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პრეზიდენტი – პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ გამოვა. მათი პასუხისმგებლობაცაა, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაციისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირების გაგრძელება არ შეიძლება.

„აუცილებელია, რომ ახალი სამოქალაქო საზოგადოება შევქმნათ. ზემოდან არ იქმნება სამოქალაქო საზოგადოება, თქვენგან უნდა წამოვიდეს. ბევრ ახალგაზრდა სახეს ვხედავ და თქვენი, ახალგაზრდების მოვალეობაა, შეიქმნას ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყველაფრისგან დამცველი იქნება. იარსებებს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება? იარსებებს ყველა ის პრინციპი, რაც ჩამოვთვალე და ქმნის თანამედროვე სახელმწიფოს.

საიდან წამოვიდა ეროვნული თანხმობის იდეა? იქიდან, რომ არ შეიძლებოდა გაგრძელებულიყო პოლარიზაცია და დაპირისპირება. არ შეიძლება რომ გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ჩვენთან ამ პოლარიზაციამ მიიღო მახინჯი ფორმა. პრაქტიკულად არ არსებობს საკითხი, რომელზეც უცებ არ დაიწყება ეს დაპირისპირება და პოლარიზაცია, რომელიც იღებს საშინელ ფორმებს. ეს არ არის დისკუსია და მოსაზრებების შეჯერება, ეს პირდაპირ გადადის პერსონალურ ლანძღვაზე. ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ ვართ შეთანხმებული არც წარსულზე, არც აწმყოსა და არც მომავალზე. ყველაფრის გადაბრალება პოლიტიკურ პარტიებზე არ ვარგა. კი არის მათი პასუხისმგებლობაც, რომ ვერ მონახეს პოლიტიკური ენა, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ამას არ უნდა ითმენდეს და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მომართული, ეს რომ არ დაუშვას ამ საზოგადოებაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....