ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ კუნძულ ზმეინთან რუსული გემი დააზიანეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას შავ ზღვაში კიდევ ერთ რუსულ გემზე მიტანილი იერიშის შესახებ. როგორც არესტოვიჩმა იუთუბის არხ Фейгин Live-ში ჩართვისას განაცხადა, ამ დროისთვის არსებული ცნობით, გემი ჩაძირული არ არის, თუმცა, სერიოზული დაზიანება აქვს მიყენებული.

“ეს კუნძული ფეხბურთის ოთხი მოედნის ხელაა, იქ დასამალი არსადაა”, – აღნიშნა არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, ეს ლოჯისტიკური დამხმარე გემი იყო, რომელიც რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ფლოტიდან გამოგზავნეს.

არსებული ინფორმაციით, რუსულ გემზე შეტევა რაკეტა “ნეპტუნით“ განხორციელდა.

 

იტვირთბა....