[su_quote]ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩემი ერთი პოსტის გამო ნაცბანდის, ომის პარტიის და ღალატის პარტიის მთელმა შემადგენლობამ გამოაცხადა თავდასხმა თუ პირადი, თუ ზოგადი. შესაბამისად, ალბათ, გალაქტიკაში სწორ ორბიტაზე ტრიალებ, როდესაც ნაცბანდა გლანძღავს. ამიტომ, იგივეს გავიმეორებ და ვიტყვი – ბატონი ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი საქართველოს, ქართველი ერის და ჩვენი ქვეყნის მიმართ განუზომელია, ამას ადამიანების ერთი კატეგორია ხვდება, დანარჩენები ვერ ხვდებიან. რა თქმა უნდა, ამას აკლდება საზოგადოების ომის პარტია. მოვა დრო და ისტორია ბევრად უკეთ შეაფასებს ბიძინა ივანიშვილის ღვაწლს. ხაზს გავუსვამ კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტს, თუ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესონ იმის გამო, რომ საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა, ქართველი ხალხის გაწყვეტა არ უნდა, ტერიტორიების და ქვეყნის დანგრევა არ უნდა, დამიჯერეთ, ასჯერ უფრო ბევრი ადამიანი გამოვა მისი პოზიციების დასაცავად ქუჩაში, თუ ოდესმე გამოსულა, თუნდაც 2012 წელს[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირმა ზავრადაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა.