უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში მტრის იარაღის საცავი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსების “სმერჩის” ჭურვების მარაგს რაკეტა უპილოტო სამხედრო თვითმფრინავიდან ესროლეს.
როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების Telegram გვერდზეა აღნიშნული, ძვირადღირებული ტექნიკისა და რაკეტების დიდი მარაგის გარდა, რუსეთის არმიის პირადი შემადგენლობიდან დაახლოებით 70 ადამიანია განადგურებული.