ახალი ამბები მედია მთავარი

ჯაჯანიძის გადაცემის დახურვის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება

საიტზე www.manifest.ge პეტიცია გამოქვეყნდა, რომლის ადრესატიც, რაც არ უნდა უცნაური იყოს, საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა.
სულ საჭიროა 10 000 ხელმოწერა, ამ დროისთვის კი პეტიციას ხმას 200-მდე ადამიანი აძლევს. „მეტრონომი“ სრულად გთავაზობთ www.manifest.ge -ზე გამოქვეყნებულ განცხადებას.

ადრესატი: საქართველოს მთავრობა, საქართველოს პრეზიდენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

დაიხუროს გია ჯაჯანიძის გადაცემა

მოვითხოვთ, დაიხუროს გია ჯაჯანიძის “გადაცემა”. ვინაიდან და რადგანაც ის ატარებს საშიშ ხასიათს მოსახლეობისთვის. ავრცელებს დეზინფორმაციას და ხელს უწყობს საზოგადოების დახლეჩვა-დაპირისპირებას. სხვა რა მიზეზები უნდა ჩამოგითვალოთ თავადაც ხვდებით რაოდენ ამაზრზენი ტყუილ ინფორმაციებზე და სკანდალებზე გაკეთებული გადაცემა.

იტვირთბა....