გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსული ძალების მხრიდან ძალადობას გამოიძიებს.
კენჭისყრას მხარი 33 წევრმა დაუჭირა, 12-მა თავი შეიკავა და ორი წინააღმდეგი (ჩინეთი და ერითრეა).
საბჭო საგანგებო სხდომაზე ჟენევაში იმყოფებოდა, სადაც მოისმინა ბრალდებები ომის დანაშაულებებზე, მათ შორის სამოქალაქო პირთა სიკვდილით დასჯაზე, გაუპატიურებაზე, წამებასა და იძულებითი გაუჩინარებაზე.
შეგახსენებთ, გასულ თვეში გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.