დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გლობალურ კრიზისის „პროვოცირებას“ ახდენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ეკონომიკურ საკითხებზე შეხვედრისას განაცხადა.
„მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ წინდაუხედავი, გაბერილი პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტ დარტყმას აყენებენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, მოქალაქეების კეთილდღეობას. ამას ჩვენ ვხედავთ, პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, დასავლეთის “სანქციებით შეპყრობის” გაგრძელება აუცილებლად გამოიწვევს “ყველაზე რთულ, გადაუჭრელ შედეგებს” როგორც ევროკავშირისთვის, ასევე მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის.
„პასუხისმგებლობა მხოლოდ დასავლური ქვეყნების ელიტას ეკისრება, რომლებიც მზად არიან მსხვერპლად გაიღონ დანარჩენი მსოფლიო, რათა შეინარჩუნონ თავიანთი გლობალური დომინირება“, – განაცხადა მან.
პუტინმა დასძინა, რომ რუსეთი ებრძვის დასავლეთის სანქციებით პროვოცირებულ გარე გამოწვევებს და ქვეყანაში ინფლაცია ნელდება.
„ფასების ყოველკვირეული ზრდა უკვე დაეცა 0.1%-მდე – ეს უკვე ახლოსაა ყოველკვირეულ ზრდის ტემპთან, რომელიც შეესაბამება რუსეთის ბანკის ინფლაციის სამიზნეს“, – აღნიშნა პუტინმა.